„დღეს უპრეცედენტო აქცია გავმართეთ“ – ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსოფლიოს მიმართეს

წიგნის საახალწლო ფესტივალზე დღეს გახმიანებულ მიმართვაზე მსოფლიოსადმი, ვაჟა გაფრინდაშვილის გადათვისუფლების მოთხოვნით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს სტატუსს.
„დღეს უპრეცედენტო აქცია გავმართეთ წიგნის საახალწლო ფესტივალზე და რაღაც აზრით ისტორიულიც – საქართველოში არსებული ყველა რელიგიური კონფესია და ეთნიკური ჯგუფი (მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ოსებიც) შევკრიბეთ და ერთობლივი მიმართვა გააკეთეს მსოფლიოსადმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
ჩვენთან ერთად იდგა ექიმის შესანიშნავი ოჯახი. დღესვე სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საპატრიარქოს,
სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებს, ასევე სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური გაერთიანების წარმომადგენლებს.
ერთად ყველაფერს შევძლებთ! 29 დეკემბერს, 19:00 საათზე!“ – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები