სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბორჯომელებს საჩუქრები გადასცა

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხუთ მრავალშვილიან ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი საჩქრებით მიულოცა.

რწმუნებულთან ერთად მისი  მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ლიპარტია და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

მათი განმარტებით, სითბო და მზრუნველობა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები