ზუგდიდის ყოფილი მერი უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით ვეღარ ისარგებლებს

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც სასჯელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე იხდის, უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით ვეღარ ისარგებლებს.

ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გოგიამ ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას, შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი გაუქმებული აქვს.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობდა, გასულ კვირას ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი ფოტო მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. რასაც ოპოზიციისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მწვავე შეფასება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები