ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრა. 2020 წლის ბიუჯეტი 7 228 500 ლარით განისაზღვრა.
როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ “რეგიონულ კვირას“ განუცხადა, პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის და გარემოსდაცვითი პროგრამები განისაზღვრა.
“დავამტკიცეთ ცაგერის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი. აქცენტები გაკეთდა სოციალურ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, გარემოს დაცვაზე, განათლებაზე, სპორტზე. მთავარ გამოწვევად რჩება წყალი და გზა ყველა სოფელს. პრობლემები კვლავ არსებობს და ჩვენ მას აუცილებლად გავუმკლავდებით“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.