ეროვნული ბანკი: საგადასახდელო ბალანსის პროფიციტმა $16.5 მილიონი შეადგინა

სებ-ის ინფორმაციით, 2019 წლის ივლის-აგვისტოს მონაკვეთში საგადასახდელო ბალანსის პროფიციტმა $16.5 მილიონი შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკის 2019 წლის მესამე კვარტლის საგადასახადელო ბალანსის ამსახველი ანგარიშია მითითებული, მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო წლიურად 34.8 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა 0.3 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 4.8 პროცენტით შემცირდა და 943.7 მლნ აშშ დოლარი (2.8 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 10.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), მესამე კვარტალში, დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 4.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 2.7 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 6.9 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარს (3.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა.
მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.5 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მესამე კვარტალში 392.3 მლნ აშშ დოლარს (1.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 14.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები გასული წლის მსგავსად უარყოფითი იყო (-9.6 მლნ აშშ დოლარი, -28.1 მლნ ლარი).

სებ-ის ინფორმაციით, უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 356.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები