წიგნის საახალწლო ფესტივალზე „გიორგი მაჩაბლის“ წარდგენა გაიმართება

29 დეკემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, წიგნის ფესტივალზე, ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემის „გიორგი მაჩაბლის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართული ემიგრაციის ცნობილი მკვლევრების, პროფესორების რუსუდან დაუშვილისა და ოთარ ჯანელიძის წიგნში გაშუქებულია საქართველოს თავისუფლებისათვის თვალსაჩინო მებრძოლის, ეროვნული და პოლიტიკური მოღვაწის, დიპლომატისა და მილიონერი ბიზნესმენის, მსოფლიოში ცნობილ პარფიუმერულ კომპანია „პრინცი მაჩაბლის“ დამფუძნებლის გიორგი მაჩაბლის ცხოვრება და მოღვაწეობა.
გიორგი მაჩაბელი (1885 – 1935) იმ ქართველ პატრიოტთა წრეს ეკუთვნის, რომელთა სახელებთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები