ღია ცის ქვეშ ჯგუფ „ბანის“ საახალწლო კონცერტი გაიმართება

27 დეკემბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე,  ჯგუფ „ბანის“ საახალწო კონცერტი გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე (25 დეკემბერი – 13 იანვარი) თოვლის პაპა სანტას ზღაპრულ ქალაქში უმასპინძლებს მსურველს, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორკშოპები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა (12:00 – 20:00 სთ.).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები