„შემოდგომის ლეგენდა-2019“-ის დაჯილდოების საღამო გაიმართა

თსუ-ში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა-2019“ დაჯილდოების საღამო გაიმართა.
გამოვლინდა კონკურსის სამი გამარჯვებული: ცოტნე ავსაჯანიშვილი. ნინი ბუკია. დავით კილაძე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი – სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთერთმეტედ ჩატარდა და პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს.
კონკურსის საპრიზო თანხა სამ გამარჯვებულზე გადანაწილდა:
პირველი ადგილი – 1000 ლარი; მეორე ადგილი – 700 ლარი;  მესამე ადგილი – 500 ლარი.
10 ფინალისტის მოთხრობა სპეციალურ კრებულში დაიბეჭდა, რომელიც მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები