თეა წულუკიანი: მნიშვნელოვანი არ არის, რას თვლიან კანონიერად არაღიარებული ე.წ. ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები
მნიშვნელოვანი არ არის, რას თვლიან კანონიერად არაღიარებული ე.წ. ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები თუ მეთაურები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად არის უპრეცედენტო და ეს პროცესი გაგრძელდება.
“მთავრობის ძალისხმევა არის, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება არაღიარებული ე.წ. ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების თუ მეთაურების განცხადებებს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არ არის, ისინი რას თვლიან კანონიერად, კანონიერად ჩვენ ვთვლით გადაწყვეტილებას, რაც იქნება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.