„თბილისის საშობაო ბაზარი“ 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე,  წლის შემაჯამებელი ღონისძიება – „თბილისის საშობაო ბაზარი“ მიმდინარეობს, რომელიც აერთიანებს თბილისის ტრადიციულ ბაზარს – „თბილისური ბაზარი“ და სტრიტ ფუდმარკეტს – „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალზე გასტრონომიული ზეიმის შექმნაზე „დააგემოვნე თბილისი“ იზრუნებს, სადაც მონო მენიუებით გაუმასპინძლდებიან მომხმარებელს გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები, მზარეულები და სხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტების მწარმოებლები.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საინტერესო და მრავალფეროვანი სავაჭრო სივრცე, მხიარულება, უგემრიელესი კერძები და დაუღალავი კომუნიკაცია დახვდება მსურველს.
„თბილისის საშობაო ბაზარი“  ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები