ზესტაფონში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ორსართულიან სახლში გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ოთახი დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას”განუცხადეს, გარდაცვლილია ხანშიშესული ქალი, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო.

“იყო გამოძახება ზესტაფონში, იწვოდა კერძო სახლი. დამწვარია ერთი ოთახი, სადაც იყო ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც არ შეეძლო გადაადგილება”,- განაცხადეს უწყებაში.

შემთხვევა 24დეკემბერს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები