ქობულეთის ორ სოფელში ხანძარია – მეხანძრეები დამატებით ძალას სხვა ქალაქებიდან ელოდებიან

ქობულეთის ორ სოფელში – ახალსოფელსა და ჭახათში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები. ისინი ჩაქვისა და ბათუმის ბრიგადების დამატებით დამხმარე ძალას ელოდებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებითაა და საფრთხეს არ წარმოადგენს.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 200 ჰექტარი მიწა. ადგილზე სამი ბრიგადა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები