ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით შექმნილ მუშა-ჯგუფს გიორგი კეკელიძე უხელმძღვანელებს

ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით შექმნილ მუშა-ჯგუფს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თავად  გიორგი კეკელიძე ავრცელებს სტატუსს.
„ძვირფასო მეგობრებო!
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას მე გავუწევ. ჯგუფში მხოლოდ ოჯახის ნდობით აღჭურვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული.
ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით – ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები