ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებს ჩაქვისთავში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო აღარ ჩაატარებს

ბათუმის მერია ჩაქვისთავში მომხდარ ტრაგიკულ ავარიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მერიის ცნობით, ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები აღარ ჩატარდება.

“დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბულვარში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები. წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება”, -ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში ავტომობილი 10 მეტრის სიმაღლიდანრამში გადავარდა. შემთხვევას ხუთი 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ისინი თანაკლასელები იყვნენ.
დაღუპული არასრულწლოვნების ცხედრები ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები