ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას 55 წლის მამაკაცს ვედრო, რომლითაც მიწა ამოჰქონდა, თავზე დაეცა და ადგილზე დაიღუპა.
ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.