ცხინვალიდან დევნილ 22 ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, წინასაახალწლო ნობათი გადასცეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს, სანაკოევის ადმინისტრაცია ყოველწლიურად, სხვადასხვა დღესასწაულებს განსხვავებული ფორმებით ულოცავს.
“სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში კომპაქტურად ჩასახლებულ, ცხინვალიდან დევნილ 22 ოჯახს საახალწლოდ გადასცეს კვების პროდუქტები, 86 ბავშვი კი საჩუქრებით გაახარეს”,- ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.