გია ვოლსკი: საერთაშორისო ორგანიზაციებში, ოპოზიციის მიერ მომზადებული სიის გაგზავნას სერიოზული დასაბუთება უნდა მოჰყვებოდეს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტპატიმრების თაობაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული სიის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნას სერიოზული დასაბუთება უნდა მოჰყვებოდეს.
გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ასეთი დემარშების გარეშე პერსპექტივა არ გააჩნია.
“არ მგონია, დასაბუთება ჰქონდეთ, რადგან ტელევიზიით ჩანაწერია, როგორ იჭრებოდა ხალხი პარლამენტში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ან როგორ აკეთებდნენ სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირებას, რაც კანონით აკრძალულია. არ მგონია, ეს დოკუმენტი სამართლებრივად გამართული იყოს და პოლიტიკურად მათ ხელში იარაღია, რადგან ასეთი დემარშების გარეშე არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და ფიქრობენ, რომ ამით როგორმე საკუთარ პოლიტიკურ უუნარობას დააბალანსებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.