გიორგი რურუას ახალი ბრალი დაემატა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას საქმეზე გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმეს ახალი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გიორგი რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და თითის ანაბეჭდების ნიმუშის აღების თაობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები