ისტორიით სავსე ახალი წელი – თბილისელებს ზღაპრული მატარებლით მოგზაურობა ელით

25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე თბილისის მერია ზღაპრული მატარებლით მოგზაურობას ჰპირდება თბილისელებს.
„მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, 25 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ზღაპრული მატარებლით დროში ვიმოგზაურებთ. ყველასთვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს ცნობილი არტისტები გააცოცხლებენ.
ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალაკონცერტზე გეპატიჟებით, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს. ერთად შევეგებოთ 2020 წლის დადგომას!
ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.
საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება. საყვარელ მომღერლებთან ერთად აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი – სტეფანე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე და სოფო ნიჟარაძე.
პირველი რესპუბლიკის მოედანი (25 დეკემბერი – 13 იანვარი)
თოვლის პაპა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორკშოპები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა (12:00 – 20:00 სთ.).
5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორკშოპები;
საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“.
ორბელიანის მოედანი (25 დეკემბერი – 13 იანვარი)
ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;
მთელი დღის განმავლობაში, პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,
აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;
ყოველ საღამოს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით. თბილისის მერიასთან ერთად, ისტორიით სავსე ახალი წელი გელით! გილოცავთ!“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა:

25 დეკემბერი
20:00 ნაძვისხის საზეიმო ანთება და მიუზიკლი
21:00-23:00 Dj ბექა ელოშვილი (third soul)

26 დეკემბერი
20:00-21:00 ბენდი „Evening Project“
21:00-23:00 DJ ზურაბ ჭყონია (zurkin)

27 დეკემბერი
20:00-21:00 ქართული ესტრადის ვარსკვლავები
21:00 -23:00 DJ გიორგი ერიქაშვილი (ericsson)

 28 დეკემბერი
20:00-21:00 ქართული ესტრადის ვარსკვლავები
21:00-23:00 DJ სანდრო ხვედელიანი (khvedeliani)
29 დეკემბერი
20:00-21:00 ქართული ესტრადის ვარსკვლავები
21:00-23:00 DJ ნიკა ჯაფარიძე (nika J)30 დეკემბერი
20:00-21:00 ქართული ესტრადის ვარსკვლავები
21:00-23:00 DJ შოთიკო წვერავა (sumo)

31 დეკემბერი
23:00 საახალწლო გალა-კონცერტი / მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“

1 იანვარი
21:00-22:00 MAX THE SAX
22:00-00:00 DJ ნიკა ჯანელიძე (skalitzer)

2 იანვარი
20:00-21:00 დავით ილურიძის ბენდი
21:00-23:00 DJ მიშო გოჩიტაშვილი3 იანვარი
20:00-21:00 ჯგუფი new one
21:00-23:00 DJ სანდო ჯორბენაძე (dj sendnudes)

4 იანვარი
19:40-20:00 საბა საფარელი (ქუჩის მუსიკოსი)
20:00-21:00 ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი
21:00-23:00 DJ კოტე ჯაფარიძე (kote japaridze)

5 იანვარი
20:00-20:45 შოუ პატარა პრინცი
20:45 -21:45 Goofy Land

6 იანვარი
20:00-21:00 “The Quintessence” – საშობაო კონცერტი
21:00-23:00 ლაშა მარგიანი (hatsvali)

7 იანვარი
20:00-21:00 ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ჯგუფები
21:00-23:00 DJ ნიკა კვაჭაძე8 იანვარი
20:00-21:00 ლუკა დგებუაძის ტრიო
21:00-23:00 ია ტომაში და საბა აბრამიძე

9 იანვარი
20:00-21:00 დავით ევგენიძე და ბენდი
21:00-23:00 DJ ბექა ლორთქიფანიძე (baqi lordkipanidze)

10 იანვარი
20:00-20:45 შოუ პატარა პრინცი
20:45-21:45 რეზო და ბავშვები11 იანვარი
20:00-21:00 ბენდი „ნიუტონი“
21:00-23:00 DJ ერეკლე თაბუკაშვილი (Tobacco twin)

12 იანვარი
20:00-21:00 ქართული ფოლკის კონცერტი
21:00-22:00 ბლუზ ფექტორი ლევან ჯავახიშვილი
22:00-00:00 DJ თოკე ნიკოლაიშვილი (Toke)

13 იანვარი
20:00-21:00 ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ბენდები
21:00-23:00 DJ დიჯეი ოთო ფარულავა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები