სოფო კილაძემ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა
ნაძალადევის რაიონის 17 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა. მან ბავშვებს წინა საახალწლოდ ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
“მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ოჯახები და ბავშვები მუდმივად გრძნობდნენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და გვერდში დგომას. სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესთან ერთად, უკვე მესამე წელია არაერთი ოჯახი გავახარეთ და გავულამაზეთ დღესასწაულები. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ტკბილ ქვეყანას” და შპს „სათამაშოებს”, რომლებიც მუდმივად მზად არიან ქველმოქმედებისთვის,”- განაცხადა სოფო კილაძემ.