სტუდენტთა საკურსო სპექტაკლი – „ჭექა-ქუხილი“ გაიმართება

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, 30 დეკემბერს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, აუდიტორია 2-ში, წარმოდგენილი იქნება დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტთა საკურსო სპექტაკლი „ჭექა-ქუხილი“ (ა. ოსტროვსკის პიესის მიხედვით).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი და ჯგუფის ხელმძღვანელია – ნინო ლიპარტიანი (თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი).
ჯგუფის ასისტენტ-პედაგოგი – ნანუკა ხუსკივაძე (თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი).
კოსტიუმების მხატვარი – ელისაბედ ჭიჭინაძე; მეტყველების პედაგოგი – ეკა ბაკურაძე;  მუსიკალური გამფორმებელი – მარიამ სუჯაშვილი; სასცენო მოძრაობის პედაგოგი – შოთა გეგიაძე; ტექნიკური რეჟისორი – თამარ კამლაძე.
მონაწილეობენ: სოფიკო გვიმრაძე, ნანა ვარამაშვილი, ანანო ვარძიელი, რატი კარელიძე, თამარ კეკელიძე, თამარ კვინიკაძე, ნიკოლოზ ლაჩაშვილი, ოთარ ლობჟანიძე, ირაკლი ოდილავაძე, მარიამ სარდანაშვილი, გური ფოჩხუა, ნინო ქათამაძე, გიორგი ჯიშკარიანი, ანა ჭიღლაძე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროსა და biletebi.ge-ზე: https://biletebi.ge/teatraluri-instituti/cheqa-qukhili-thunderstorm

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები