ერდოღანი სირიაში ვითარების გამწვავებაზე: ევროპაში სამიგრაციო კრიზისი, შესაძლოა, განმეორდეს
თურქეთი სირიიდან მიგრანტების ახალ ტალღას ვერ უმკლავდება და ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ თუ სირიის სამხრეთ-დასავლეთში ძალადობა არ შეწყდება, ისინი მიგრანტების შემოდინებას იგრძნობენ.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ამჟამად, თურქეთში 3,7 მლნ-ამდე სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს და ანკარა შიშობს, რომ იდლიბის რეგიონიდან ახალი ტალღის შემოდინება მოხდება, სადაც 3 მლნ სირიელი ცხოვრობს.
„თუ იდლიბში მცხოვრებ მოსახლეობაზე ძალადობა არ შეწყდება, ეს რიცხვი გაიზრდება. ამ შემთხვევაში თურქეთი დამოუკიდებლად ასეთ ტვირთს ვერ ზიდავს. ზეწოლის ნეგატიურ გავლენას, რომელსაც ჩვენ ვიგრძნობთ, ევროპის ქვეყნებიც შეიგრძნობენ, განსაკუთრებით საბერძნეთი. 2015 წლის სამიგრაციო კრიზისის განმეორება გარდაუვალი გახდება“, – აღნიშნა ერდოღანმა.