“ქართულმა ოცნებამ” 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა დადო, თუმცა იგი ითხოვს დიალოგს ოპოზიციასთანაც – და არა ძალადობას, რომელიც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”
„უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურმა კონფლიქტმა გამოიწვია დემონსტრაციები, ზოგჯერ ძალადობრივი, ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. „ქართულმა ოცნებამ” დადო 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა, თუმცა, იგი ასევე ითხოვს დიალოგს ოპოზიციასთან – და არა ძალადობას, რომელიც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”,- ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელი “ვაშინგტონ თაიმსთან” საუბრობს.
მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90% ამერიკას მეგობრად მიიჩნევს, ხოლო 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90% ამერიკას მეგობრად მიიჩნევს, ხოლო 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ავღანეთში კოალიციის წევრთა შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ საქართველომ გაიღო, და იგი დღესაც ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანია სამხედრო ძალების საერთო რაოდენობასთან შეფარდებით ავღანეთში მომსახურე მებრძოლების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით. საქართველოს ლიდერები აგრძელებენ წინსვლას ამ პოზიტიურ გზაზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის თანახმად, საქართველომ 1996 წელს 124-ე ადგილიდან 2018 წელს მე-16 ადგილზე გადაინაცვლა (საქართველოს ეკონომიკა 2015-2018 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. 2019 წელს კი ვარაუდობენ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდას. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ინიცირებული ზრდაზე ორიენტირებულმა სტრატეგიებმა, მათ შორის კაპიტალური ბაზრის ფართომასშტაბიანმა რეფორმებმა და საგადასახადო შეღავათებმა შედეგად მოიტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა”,- ამბობს ამერიკელი დიპლომატი.