ლევან ახვლედიანი: “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულებას კიდევ ერთხელ თუ შეუწყვეტენ სამწუხარო იქნება, რადგან სამართლებრივ დავაში გადასვლა მოგვიწევს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესასრულებლად 8 დღე დარჩა. ჯგუფმა 31 დეკემბრამდე ინვესტორი უნდა დაასახელოს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კონსორციუმი სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.

“ჩვენ მთავრობისგან ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს ინვესტორებთან დაკავშირებით. ვადებთან დაკავშირებით მეც არა ერთხელ მითქვამს, ვადებზე საუბარი არის არაკონსტრუქციული, თუ მთავრობა ამაზე აკეთებს აპელირებას მათი გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ თუ შეწყვეტენ ხელშეკრულებას, სამწუხარო იქნება იმიტომ, რომ მოგვიწევს სამართლებრივ დავაში გადასვლა. უნდა გადაიდგას კონსტრუქციული ნაბიჯები იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ის პრობლემები და ის დაბრკოლებები, რაც არის დღეს პროექტის გარშემო და ამის მერე შევძლებთ აუცილებლად პროექტის გაგრძელებას,” – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები