„გადავარჩინოთ შემდეგი ლუკა“ – ზუგდიდში აქცია გაიმართა

„გადავარჩინოთ შემდეგი ლუკა“- ამ სლოგანით ზუგდიდში სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დათა აქუბარდიას თქმით, 22 წლის დემურ სტურუა პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა, სწორედ მოძალადეების დაუსჯელობის შედეგია 15 წლის ლუკას სიკვდილიც, ამიტომ, მისი თქმით, სისტემა უნდა დაინგრეს, რომ გადარჩეს შემდეგი ლუკა.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობა სცადა. პოლიცია მას “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ოჯახის ინფორმაციით, არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით გამომძიებელი ემუქრებოდა და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები