“ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელ ყრილობას მართავს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის“ საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში“ დამფუძნებელ ყრილობას მართავს.
ყრილობაზე პარტიის წესდება დამტკიცდება. დელეგატები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ და ნდობას გამოუცხადებენ მმართველი ორგანოს – პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს.
ღონისძიებაზე პარტიის ხედვას წარადგენენ. ყრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პარტიის ლოგოს, სლოგანის და სხვა ატრიბუტიკის წარდგენა. პირველად გაჟღერდება პარტიის ჰიმნიც.
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები