სოფო კილაძემ ნაძალადევის მოსახლეობას ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ნაძალადევის რაიონის 17-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ მოსახლეობას ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დეპუტატმა მოქალაქეებს იმ სიახლეებისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მის ოლქში ხორციელდება.
მისი თქმით, 2019 წელს მისმა ბიურომ კონსულტაცია და დახმარება 2000-ზე მეტ მოქალაქეს გაუწია.
“ნებისმიერი პოლიტიკოსი ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, განსაკუთრებით კი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩვენ უკვე მესამედ წარვუდგინეთ ჩვენი ოლქის მოსახლეობას ანგარიში, რა გავაკეთეთ მიმდინარე წელს. 2019 წელს ჩვენმა ბიურომ კონსულტაცია და დახმარება 2000-ზე მეტ მოქალაქეს გაუწია. ნაძალადევში წარმატებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტები და დასაქმების საპილოტე პროგრამა. ძალიან საინტერესო იყო ის დისკუსია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა მოქალაქეთა მხრიდან”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები