მერაბ ქვარაია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა
უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
მერაბ ქვარაია “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატია.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა.
ცნობისთვის, რატი იონათამიშვილი ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს ცვლის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა.