კვლევების მიხედვით, ქალები, რომლებმაც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინეს, უფრო ხშირად გამოირჩევიან უკეთესი ჯანმრთელობის მაჩვენებლებითა და ხანგრძლივი სიცოცხლით, – ამას რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევა მოწმობს.
მკვლევართა ნაწილის განცხადებით, ასეთ ქალებს ხშირად აღენიშნებათ ბიოლოგიური დაბერების უფრო ნელი ტემპი. აღნიშნული მახასიათებელი ჯანმრთელ დაბერებასთან არის დაკავშირებული.
კოლუმბიის მეილმენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორის, ნიკოლ შუპფის და მისი კოლეგების კვლევამ გამოავლინა, რო ხანდაზმული დედები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ოცი წლის ასაკში გააჩინა ბავშვი. ქალებს, რომლებმაც ბოლო შვილი 33 წლის ასაკის შემდეგ გააჩინეს, ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, რომ მათი ასაკობრივი კატეგორიის ქალებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა მეხუთე პროცენტილამდე ეცოცხლათ, იმ ქალებთან შედარებით, რომლებმაც ბოლო შვილი 29 წლამდე გააჩინეს.
ამასთანავე, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევები პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ადასტურებს. მათი განმარტებით, შესაძლოა, გვიან ასაკში მშობიარობა თავად იყოს არა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზეზი, არამედ იმ ფაქტის მაჩვენებელი, რომ ასეთ ქალებს საწყის ეტაპზე უკეთესი ფიზიკური და სოციალური პირობები აქვთ.
კვლევის ავტორები საზოგადოებას მოუწოდებენ, მიღებული შედეგები ინტერპრეტირდეს სიფრთხილით და მშობიარობის ასაკის გადავადებაზე რეკომენდაციად არ ჩაითვალოს.