მიხეილ ყაველაშვილი: სპორტის როლი ჩვენს საზოგადოებაში უფრო მეტადაა გასაზრდელი

ჩამოთვლილი პრიორიტეტები განათლების სიტემაში, და სრულყოფილი განათლება ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის გარეშე, ვერ იქნება მიღებული. სპორტის როლი ჩვენს საზოგადოებაში უფრო მეტად გასაზრდელია,-ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის „მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულიყო.

„კომიტეტის ინიციატივით მიმართვა იყო გაგზავნილი პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც დაჩქარებული წესით სამინისტროს დაავალა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის დარგში სასწრაფოდ დაწყებულიყო სტრატეგიის შემუშავება და მე მოხარული ვარ, რომ ეს სამინისტრომ შეძლო და ერთერთი უძლიერესი ესპანური კომპანია მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავარია, რომ ჩვენ გვქონდეს სურათი, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ამ თვალსაზრისით და მაქვს ინფორმაცია, რომ გვექნება საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. აუცილებელია თვითონ სპორტის განვითარების სტრატეგიაზე გვქონდეს აქცენტი და აუცილებელია ამ მიმართულებითაც სტრატეგიები იყოს მყარი და გარანტირებული. აქ აზარტულ თამაშებზე იყო საუბარი, ნარკომანიის თემაზე რაზეც ჩვენ ხშირად ვმუშაობთ, ამის ერთერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატივა არის ჯანსაღი ცხოვრება და მისი პოპულარიზაცია”, -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები