ახალციხეში 75 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა
ახალციხის სოფელ ხეოთში 75 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა. იგი ახალციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სოფელ ხეოთში მცხოვრებმა მ.ჯ.-მ თვის მოკვლა 20 დეკემბერს სცადა. 75 წლის ქალი ოჯახის წევრებმა იპოვეს.
,,ძალიან კარგი ოჯახია, მშვიდ და წყნარ მოხუცს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ცუდად იყო ბოლო პერიოდში, საავადმყოფოშიც მკურნალობდა, რამ განაპირობა მისი ეს ქცევა ვერ გეტყვით”,- ამბობენ “რეგიონულ კვირასთან,, საუბრისას ადგილობრივები.
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელის თქმით, პენსიონერი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დრომდე, რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.