ნატო ონიანი: სირცხვილია თვითმკვლელობის გამართლება, რომანტიკული ელფერით წარმოჩენა და პროპაგანდა
ვინც თვლით, რომ სიცოცხლე არ ღირს – თქვენი ნებაა, მხოლოდ ბავშვებს დაანებეთ თავი,- ასე ეხმიანება ჟურნალისტი ნატო ონიანი სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ ქუჩებში, კედლებზე გაჩენილ წარწერებს ტექსტით – “ამ ცხოვრების დედაც”.
მისი თქმით, სირცხვილია თვითმკვლელობის გამართლება, რომანტიკული ელფერით წარმოჩენა და პროპაგანდა.
“ძალიან სირცხვილია უკვე ეს ყველაფერი. განსაკუთრებით, გარდაცვლილების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. კიდევ უფრო მეტად – თვითმკვლელობის გამართლება, რომანტიკული ელფერით წარმოჩენა და პროპაგანდა. ვინც თვლით, რომ სიცოცხლე არ ღირს – თქვენი ნებაა, მხოლოდ ბავშვებს დაანებეთ თავი! დაწერთ ამ იდიოტურ სიტყვებს კედლებზე და მერე უამისოდაც რთულ, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების პატარა გულებმა უნდა ზიდონ თქვენი წუთიერი ემოციის სიმძიმე. სირცხვილია ფარისევლობა,”- წერს ნატო ონიანი.
15 წლის ლუკა სირაძე რამდენიმე დღის წინ მეცხრე სართულიდან გადახტა და 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.