ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და “ქუთაისის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, “პირველი არხის” ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წლებია ახორციელებს ქველმოქმედებას სოფოს სახელით,მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რათა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და მისი სახელით განვახორციელოთ ქველმოქმედება. შემოსული თანხა გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს”,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.

საქველმოქმედო აქციაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის – იმერეთის ბიუროც ჩაერთო.

ღონისძიებაზე, მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული, ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი. საქველმოქმედო ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს გადაეცემა.

“მოამბის“ ოპერატორი სოფო ბობოხიძე სამი წლის წინ გარდაიცვალა. ის საქართველოს პირველი არხის ქუთაისის ბიუროში 2013 წლიდან მუშაობდა. 27 წლის ჟურნალისტი 2016 წლის დეკემბერში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები