საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.
ქართველი პარლამენტარები საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ  შეხვედრის და აშშ-ის კონგრესის წევრების წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.  „რაც შეეხება კონგრესმენების წერილს, მასში იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერის და გულშემატკივრობის სულისკვეთება, რასაც ყველა ძალიან ვაფასებთ. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად განაპირობებს ვაშინგტონში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდებას. რადიკალური ოპოზიციის მიერ, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების დესტრუქციული ნაბიჯების და მიზანმიმართულ ლი მცდელობის საპასუხოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას”, –  განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები