ვლადიმირ პუტინი: საქართელო–ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა რეალიზებადი და მიზანშეწონილი იდეაა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველო–ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა რეალიზებადი და მიზანშეწონილია.
ამის შესახებ პუტინმა დიდი პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა.
„საქართველოსთან დამაკავშირებელ გზასთან პრობლემა არსებობს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც იქ დიდი თოვლია, რა თქმა უნდა, ვიცით ამის შესახებ. რაც შეეხება საქართველო–ჩეჩნეთის გზას, ეს კარგი იდეაა, თუმცა ის ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში არ არის, მაგრამ ვიმეორებ, რომ იდეის შესახებ ცნობილია და ჯამში ის რეალიზებადია. რეალიზების მიზანშეწონილობა, ბუნებრივია, არსებობს“, – აღნიშნა პუტინმა.
ჩეჩნეთის რაიონ იტუმ კალესა და შატილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ის არ გახსნილა.
2018 წლის სექტემბერში რუსეთის საგზაო მშენებლობის სახელმწიფო სამმართველოს უფროსმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სამანქანო გზის მშენებლობა გაგრძელდებოდა.