ექიმი: ოკუპირებული ახალგორიდან გადმოყვანილი კარლო თაზიაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ოკუპირებული ახალგორიდნ გადმოყვანილი 80 წლის კარლო თაზიაშვილი მეორე დღეა მცხეთის სამედიცინო ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” თაზიაშვილის მკურნალმა ექიმმა განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
“გუშინ ოკუპირებული ახალგორიდან პაციენტი კარლო თაზიაშვილი შემოიყვანეს, რომელსაც გულის მწვავე უკმარისობა  აღენიშნებოდა. ამ დროითვის პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში. მისი მდგომარეობა მძიმეა და ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ დროისთვის შეუძლებელია”, –  ამბობს ექიმი ვასილ ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კარლო თაზიაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა პაციენტს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები