გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გორში ურთიერთშელაპარაკების ნიდაგზე 26 წლის მამაკაცს ლურსმნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა მამაკაცი გორმედის სამედიცნო ცენტრშია გადაყვანილი.

,,გუშინ გვიან ღამით შემოყვანილი იქნა მამაკაცი მრავლობითი ჭრილობით ბარძაყისა და ფეხის არეში. პაციენტს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობები, რომელიც ბლაგვი საგნით იქნა მიყებული. დროულად გაეწია ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ დროისთვის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა ექმმა ვიტალი სავანელმა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნოთ, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები