ქეთი კობალაძე: დანარჩენ ბავშვებზე, თინეიჯერებზე უნდა ვიფიქროთ, “ვინ დავსაჯოთ”, “ამ ცხოვრების ასე და ისე”, არ შეიძლება

“დედა ეს რა მოხდა”, “ვინ დავსაჯოთ”, “ამ ცხოვრების ასე და ისე” – არ შეიძლება, უბრალოდ ის ბავშვები ვინც დარჩნენ ამ კატასტროფული შედეგებისგან უნდა დავიცვათ”, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ქეთი კობალაძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” სტუმრობისას, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში გაჩენილ განწყობებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უფროსების მხრიდან ამდენი “უსასოობის” წარმოჩენა არ შეიძლება.

“მინდა ვთქვა, როგორც ფსიქოლოგმა, რომ ეს ორი დღეა და წინა დღეებშიც საოცარი ნეგატიური, პესიმისტური, უკიდურესი რეაქციებია ყველგან. ყველა თავის აზრს წერს სოციალურ ქსელში, ჩვენ ამას ვკითხულობთ. ყველას მიღმა რჩება ის დარჩენილი ბავშვები, სკოლის მოსწავლე უამრავი ბავშვი, ამ გარდაცვლილი ბავშვის გარშემო სოციუმი- მისი თანატოლები. ეს ურთულესი ასაკია, ურთულესი პერიოდია. როდესაც ბავშვი აქამდე მიდის, მას ძალიან მძიმე განცდები ჰქონდა, ძალიან დეპრესიული იყო და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა ობიექტურად, სუბიექტური განცდებით ამას უბიძგებდა.
დანარჩენ ბავშვებზე, დანარჩენ თინეიჯერებზე, აი ამ ურთულეს ასაკში მყოფ ბავშვებზე უნდა ვიფიქროთ – არაფრით არ შეიძლება უფროსების მხრიდან ამდენი “უსასოობის” ფრქვევა.
მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მარტო არ არიან. არსებობენ ადამიანები, დაწესებულებები, სადაც მიხვალ და მოგისმენენ და უპირველეს ყოვლისა არსებობს ოჯახი – სადაც უნდა მიხვიდე და უნდა მოგისმინონ.
​საზოგადოებაში განწყობები – “დედა ეს რა მოხდა”, “ვინ დავსაჯოთ”, “ამ ცხოვრების ასე და ისე” – არ შეიძლება, უბრალოდ ის ბავშვები ვინც დარჩნენ ამ კატასტროფული შედეგებისგან უნდა დავიცვათ. დიდები ევალებათ დაიცვან პატარები და მოუსმინონ მათ. ჩვენ სხვა თაობა ვართ, მათ ჩვენზე მეტი იციან”,- აცხადებს ქეთი კობალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები