“ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლებაზე მონტაჟდება საახალწლო განათება წარწერით – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”

მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლებაზე მონტაჟდება საახალწლო განათება, წარწერით – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, – ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, რთული დღეებია, თუმცა “მავანთა” პოლიტიკურ ინტერესებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

“მეგობრებო, ვწერ მედიის საყურადღებოდ – შეცდომაში არ შეგიყვანონ ვაიპოლიტიკოსებმა. მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლებაზე მონტაჟდება საახალწლო განათება, წარწერით – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”. წლევანდელი საახალწლო სლოგანი არის “ისტორიებით სავსე თბილისი”, რომლის მონტაჟი დაიწყო რამდენიმე დღის წინ და უკვე დასრულებულია.

მესმის, რთული და მძიმე ემოციებით სავსე დღეებია ყველასთვის, მაგრამ არსებობს მორალი, ზნეობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იგივე ჩვენი შვილების წინაშე, მათი მომავლის წინაშე და არ გვაქვს უფლება მავანთა პოლიტიკურ ინტერესებზე თვალი დავუხუჭოთ,”- წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები