ხულოს მერიის “ქალთა ოთახში” საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ხულოს მერიის “ქალთა ოთახში” საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელი სალომე აბულაძე და მოწვეული ექსპერტი ნათია გვენეტაძე უძღვებოდნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე.
პროექტი „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ანტიდასავლური პროპაგანდის განმომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.