ხილისა და ბოსტნეულის გამოშრობის ტექნოლოგიის შესახებ ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა
მომგებიანობის ზრდის მიზნით, USAID/Zrda სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს.
Chemonics International-ის ექსპერტმა, პროექტის მიერ მხარდაჭერილ ბენეფიციარებს შიდა ქართლიდან, სამეგრელოდან და სამცხე-ჯავახეთიდან ხილისა და ბოსტნეულის გამოშრობის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიღებული პროდუქტისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის დამზადების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა.
“აღნიშნული ტრენინგი საშუალებას მისცემს ფერმერებს თავიანთი პროდუქცია მეტად მოთხოვნადი გახადონ და სახეცვლილი პროდუქტი მიაწოდონ ბაზარს. Zrda მხარს უჭერს ამ მოდელის რეპლიკაციას და ფართოდ გავრცელებას პროექტის მიერ მხარდაჭერილ ბენეფიციარებში, რაც თითოეულ ფერმერს დაეხმარება შემოსავლის გაზრდაში”,- ნათქვამია USAID/Zrda- ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.