შსს-მ თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისას 4 პირი დააკავა

თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა.
როგორც “კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მათ მიმართ საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კარავი გაშალეს, მათთვის მიუღებელია ერეკლე კუხიანიძის განცხადებები, რომელიც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით გაავრცელა. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ. ამ დროისთვის კუხიანიძის კაბინეტის მისაღები თავისუფალია. აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა. “როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები