კუმისში შიდა გზების მშენებლობა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში, შიდა გზების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი ადგილზე გაეცნო.
ობიექტის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “არილი”, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 1, 300, 000 ლარად ახორციელებს.
გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ კუმისში საგზაო ინფრასტრუქტურა არასდროს ყოფილა.
“სოფელ კუმისში აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა არასდროს ყოფილა მოწესრიგებული, რაც მოსახლეობას მუდმივად გადაადგილების პროლემას უქმნიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის ოთხ ქუჩაზე გარე განათების ქსელიც მოეწყობა”, – განმარტა ბუდაღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები