დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი გორა ღარიბაშვილი სახლში, სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცოხვრები გორა ღარიბაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მეორე დღეა იმყოფება, სახლში, სავარაუდიდ, დღეს დაბრუნდება.
“რეგიონულ კვირას” ქვემო ჭალის ტერიტროული ერთეულის რწმუნებულმა – სტეფანე მესროფაშვილმა განუცხადა, რომ 96 წლის კაცს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახმაჯის გამშვები პუნქტის გავლით დღეს დააბრუნებენ.
„დღეს დილით ვიყავი ღარიბაშვილებთან. როგორც ოჯახმა მითხრა, დღეს დაბრუნდება მოხუცი სახლში. გამოშვება ახმაჯის გამშვები პუნქტიდან მოხდება. ზუსტი დრო არ ვიცით. ქართული პოლიცია ჩართულია ამ საქმეში და ველოდებით გორა ღარიბაშვილის დაბრუნებას. მისი მხრიდან ე. წ სასაზღვრო ზოლის გადაკვეთის ეს პირველი მცდელობა არაა, აქამდეც რამდენჯერმე გადკვეთა საოკუპაციო ზოლი“
“რეგიონულ კვირას” სუს -ში განუცხადეს, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული არაა, ის დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
“ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება“, – ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.