კანადაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
კანადაში საქართველოს მოქალაქე, თელაველი 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე წელი მეგობრებთან ერთად, კანადაში ცხოვრობდა.
მომხდარის მიზეზებისა და გარემოების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებს არ აქვთ.
„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე, ოჯახმა ოფიციალურ უწყებებს უკვე მიმართა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ცხედრის გადმოსვენების შესახებ უწყებამ მუშაობა უკვე დაიწყო, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.