ნათია თურნავა: მთავრობა განიხილავს გზებს, რომ ანაკლიის პორტის ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი განხორციელდეს

სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოსდაბოლოს განხორციელდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ განაცხადა.

თურნავას თქმით, თუკი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს პორტის დაფინანსების გარანტიებს, სამთავრობო გუნდი პროექტის განხორციელების სხვა შესაძლებლობებზე იმსჯელებს.

“მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ, რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოსდაბოლოს განხორციელდეს. ანაკლიის პროექტი დაგვიანდა, 2017 წლიდან ინვესტორის მოთხოვნით ვადების გადავადება ხდება. ტენდერის თავდაპირველი ვადებით, მომავალი წლიდან უნდა გვქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა“, – აცხადებს თურნავა.

დღეს იწურება შუალედური ვადა, როდესაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინოს. 31 დეკემბერი კი საბოლოო ვადა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები