სალომე ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც, ძალიან თავისუფლად (ვიდეო)

სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობისგან უნდობლობა მას არ უნახავს.

“სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად. საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა მე არ მინახავს. ქუჩაში დავდივარ, რეგიონებში გავდივარ და ვხვდები ხალხს უამრავი, ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, არის არა რაღაც კრიტიკები ან ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ურთიერთობა. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები, სადაც და როგორც საჭიროა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები