დაშბაშის კანიონზე 240 მეტრი სიგრძის მინის ხიდი მოეწყობა

240 მეტრი სიგრძის მინის ხიდი, სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, წალკაში, დაშბაშის კანიონზე მოეწყობა. პროექტს ისრაელის კომპანა KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ხიდის მშენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება, მთლიანად პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 45 მილიონი დოლარია.

KASS LAND-ის გენერალური მენეჯერის მოადგილის ტომერ მორ-იოსეფის თქმით, ხიდის მშენებლობისთვის შემუშავებულმა უჩვეულო პროექტმა და უნიკალურმა ტექნოლოგიებმა უკვე მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება. მრავალმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ უკვე გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ხიდის გახსნის ცერემონიალზე.
აღსანიშნავია, რომ უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში განთავსებული იქნება ცაში დაკიდებული ბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები