ალექსანდრე თევზაძე: მომავალში ჩვენი უნივერსიტეტი გახდება ევროპული განათლების სივრცის ღირსეული წევრი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის შეფასებით, ევროსაბჭოს ქვეყნის თავმჯდომარეობა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპის სივრცეში ინტეგრაცია.
„საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპის სივრცეში ინტეგრაცია და ზოგადად, ევროპული ფასეულობები. თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყანა ირჩევს რამდენიმე პრიორიტეტს, რომელსაც განსაზღვრავს მისი თამჯდომარეობის განმავლობაში და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ ერთ-ერთ პრიორიტეტად აირჩია დემოკრატიის გაძლიერება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ჩართულობით. ეს არის ის ფუნდამენტური ფასეულობები, რომელზე დაფუძნებით ჩვენ ვაშენებთ ახალ უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ქვეყნის მიერ ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერით. ჩვენი უნივერსიტეტი მომავალი წლის შემოდგომაზე ახალგაზრდებს შესთავაზებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ახალგაზრდები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლების მიღებას შეძლებენ. დღეს, ჩვენს ქვეყანას პატივად ერგო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი უნივერსიტეტი გახდება ევროპული განათლების სივრცის ღირსეული წევრი”, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები