ეკა ლეკიშვილი: ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი“.
ლეკიშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რატომ შეუერთდა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას.
„1996 წლიდან ვასწავლი უნივერსიტეტში და ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი ევროპასთან და ის პასუხისმგებლობა, რასაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა გვაკისრებს. ამიტომაც მოვედით აქ და ვუერთდებით სახალხო განწყობას”, – განაცხადა ეკა ლეკიშვილმა.
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს ოფიციალურად გახდა. სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.
“ქართულმა ოცნებამ” თავისუფლების მოედანზე დღეს, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიება “საქართველოს გზა ევროპისკენ” გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები